თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დააკმაყოფილა. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება.
კომენტარები