ისრაელის წამყვანმა ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ჟურნალისტები მტირალას ეროვნულ პარკს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ქედას სტუმრობდნენ.
რეგიონის შესახებ მომზადებული სტატიები და ბლოგები ებრაულ მედიაში, მათ შორის უმსხვილეს სამოგზაურო პლათფორმაზე LAMETAYEL და ყოველდღიურ გამოცემაში ISRAEL HAYOM ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
კომენტარები