დავხვდეთ 30-ზე მეტ სტუმარს უკრაინიდან, რომელთა უმეტეს ნაწილს ბავშვები და ქალები წარმოადგენენ, რომელთა გამოიარეს ის ჯოჯოხეთი რასაც რუსეთ-უკრაინის ომი ჰქვია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„მოხარული ვარ რომ მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ვმასპინძლობ ამ ადამიანებს და ისინი 10 დღის განმავლობაში საკუთარი თვალით ნახავენ თუ როგორ უყვარს ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ბუჩიდან, ირპენიდან, ოდესიდან და სხვა ომგამოვლილი ქალაქებიდან, საქართველოში 30 უკრაინელი სტუმარი ჩამოვიდა.
კომენტარები