ტელეწამყვანი, ზვიად სირაბიძე სოციალურ ქსელში მსახიობ, თამარა მაყაშვილს აჭარის გაერთიანების გამო, მადლობას უხდის.
“თამარას სიტყვამ გააერთიანა მთელი აჭარა, იმდენად, რომ მგონი, ქობულეთიც აღარ უარყობს, რომ აჭარის ნაწილია. აღარაფერს ვამბობ მაღალმთიან აჭარაზე, სადაც ერთ წინადადებაში შეცდომა გაგეპაროს და რამე წაგცდეს, მაგალითად, შუახეველს უთხრა, რომ ქედელი ხარ, ან ქედელს კითხო ხულოელი ხო არ ხარო და ასე შემდეგ, თავს წაგაცლის ძირზე.. აღარაფერს ვამბობ მოქილიკე მეზობლებზე, ხითხითით რო მიაძახებენ ეს ზირიკლებიო, ხოდა დიდი საქმე გააკეთა თამარამ. მადლობა მას ამ დიდი დასასრულისთვის!
პ.ს. მკითხველმა შეაფასოს, ყოველთვის მინდოდა დამეწერა ….“, – წერს ზვიად სირაბიძე.
შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.
მოგვიანებით, მსახიობმა ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა. დღეს ცნობილი გახდა ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მაყაშვილი მის მიერ გამოთქმულის გამო, სპექტაკლიდან ჩახსნეს.