DRG სისტემა პრინციპულად ცვლის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკებს შრის ურთიერთობას. პირველ რიგში ცვლილება ამას ეხება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„DRG ნიშნავს, რომ დიაგნოზის შესაბამისად და პაციენტის გარკვეული პროფილის მიხედვით, ასაკი, დიაგნოზი, ქრონიკული დაავადებები და ა.შ. ეს პრინციპი დიაგნოზებს აჯგუფებს გარკვეული მახასიათებლების მიხედვით და ყველა კლინიკაში, რომელიც ჩართულია საყოველთაო პროგრამაში პაციენტისთვის გადასახადი გამოდის ერთი და იგივე თანხა. სამინისტროს მიდგომაა, რომ ნებისმიერი პაციენტი, რომელიც საყოველთაო პროგრამით სარგებლობს, ერთი კონკრეტული ტარიფის შესაბამისად, რომელ კლინიკასაც არ უნდა მიმართოს, ყველა კლინიკაში ერთი და იგივე მომსახურებით ისარგებლებს, ერთი და იგივე ტარიფითა და ერთი და იგივე თანაგადახდის დადგენილი ტარიფით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის განსაზღვრული. ეს არის 10%, 20% ან 30%. ჯანდაცვის სამინისტრომ გააუმჯობესა ტარიფები და მაქსიმალურად ეფექტიანი გახადა. შესაბამისად, DRG პრინციპზე გადასვლასთან ერთად ჩვენ ყველა კლინიკას ვავალდებულებთ, რომ დადგენილი ტარიფების შესაბამისად მოემსახურონ პაციენტს და არ გადაახდევინონ ის დამატებითი სერვისები, მაგალითად ვიპ პალატები, მოწვეული ექიმის ჰონორარი თუ სხვა დანამატები, რომელთა გადახდაც სამწუხაროდ აქამდე უწევდათ პაციენტებს“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.