ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა – თვითმხილველების ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში ე.წ. პიერ ბათუმის ხიდიდან ზღვაში გადახტა.
შემთხვევა, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ძლიერი შტორმის გამო ვერ ხერხდება.
შემთხვევიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე სამაშველო სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სანაპიროს მონიტორინგს ახორციელებდნენ.
39 წლის მამაკაცი ბელორუსის მოქალაქეა.
კომენტარები