ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში:
იტალია: იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან – უმეტესად კი ავეჯს, მათ მიაჩნიათ, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ დამდეგი ახალი წელი.
ესპანეთი: ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან, რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ბიჭები ირჩევენ “საცოლეებს”, გოგონები კი “საქმროებს”. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ამას ერთგვარ ფიქტიურ ქორწინებად აღიქმება.
გერმანია & ავსტრია: ტრადიცია სახელად “ტყვიის ჩამოსხმა,” რომელსაც გერმანელებისა და ავსტრიელების რწმენით, წინასწარმეტყველების ფუნქცია აქვს. ისინი ტყვიის ნაჭერს ადნობენ და წყლით სავსე ჭურჭელში ასხამენ. შემდეგ კი იმის მიხედვით, თუ რა ფორმას მიიღებს უკვე გაციებული ტყვია, დაადგენენ თუ რა მოხდება შემდეგ წელს. მათ სწამთ, რომ თუ ტყვიამ ბურთის ფორმა მიიღო, ეს ბედნიერ და კარგ მომავალ წელს პროგნოზირებს, თუ ტყვიამ ღუზა გამოსახა, ე.ი. მომავალ წელს ბევრი დახმარება დაგჭირდებათ და თუ შემთხვევით ტყვიისგან ჯვრის ფორმა გამოისახა, არც მეტი, არც ნაკლები, თქვენ სიკვდილი გელით…
მექსიკა & ბოლივია: ამ ორ ქვეყანაში ახალ წელს ფერადი ტრუსებით ხვდებიან. მექსიკელები, რომლებსაც სურთ, რომ მომავალ წელს საბედო იპოვნონ, წითელ ტრუსს იცვამენ, ყვითელი ქვედა საცვალი კი ბედნიერი წელის სიმბოლოა.
ბოლივიაში კი სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დადგომისთანავე გაიქცევიან და ტრუსებს გამოიცვლიან, უკეთესი წელი ექნებათ.
ჩილე: ჩილეს მოსახლეობა ახალ წელს სასაფლაოზე ხვდება. ქალაქ ტალკაში, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ოჯახის წევრებისა და ნათესავების საფლავებთან მიდიან და ელოდებიან ახალი წლის მოსვლას.
ეკვადორი: ამ ქვეყანაში წვავენ ყველაფერს, სადაც წინა წლის მოვლენები და ფაქტებია ასახული. ეს მათთვის ძველ და არასასიამოვნო ისტორიებთან განშორების სიმბოლოა.
ფილიპინები: ფილიპინელები ტანსაცმელზე მრგვალი ფორმებს და ჩუქურთმებს ქარგავენ ან ხატავენ. ეს მათთვის ფულის მომასწავლებელია, ფილიპინელები მომავალ წელს ჯეკპოტის მოგებას გეგმავენ.
დანია: დანიაში მეგობრები ერთმანეთს სახლის შესასვლელ კართან ძველ საჭმელს უყრიან. ეს მათი ტრადიციის ნაწილია და არავის უკვირს, როდესაც სახლის წინ ბევრი გამოუსადეგარი საჭმელი ხვდებათ.
პუერტო რიკო: პუერტო რიკოს მოსახლეობა სახლის დალაგებას და დასუფთავებას 31 დეკემბერს იწყებს და 1 იანვარს ასრულებს. ისინი რეცხავენ და წმენდენ ყველაფერს იმისათვის, რომ წინა წლის ჭუჭყი შემდეგ წელში არ გადაიყოლონ.
ბელგია: ბელგიაში “პირველი დღის მაგიაა” გავრცელებული, ანუ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი ახალი წლის ღამეს, მსჯელობენ როგორი იქნება ეს წელი მათთვის. ისინი ცდილობენ, რომ ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი..