ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ჰელგა მარია შმიდის თქმით, ეუთო იზიარებს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად არის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მიიღოს მონაწილეობა.
„სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნახვა.
ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ ეუთოს ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა“, – აღნიშნავს ეუთოს გენერალური მდივანი.
Pleasure to see Prime Minister of #Georgia @GharibashviliGe at @MunSecConf.
Sharing 🇬🇪’s continued commitment to Geneva International Discussions framework, ready to contribute to deepening regional co-operation on a range of issues with @OSCE engagement pic.twitter.com/edRgKkzuPX
— Helga Maria Schmid (@HelgaSchmid_SG) February 19, 2023