ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ხმაური იყო. დაპირისპირება სხდომაზე ოპოზიციის გამოჩენის შემდეგ დაიწყო – მათ, რეგლამენტის მიუხედავად, კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს აგენტების ამერიკულ კანონთან დაკავშირებით, პოზიციის გამოხატვა მოსთხოვეს.
სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა, რის შემდეგაც კომიტეტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მსჯელობა იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ უნდა გააგრძელოს.
დღეს კომიტეტის წევრებს ომბუდსმენობის კანდიდატურაზე უნდა ემსჯელათ. სახალხო დამცველის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანია წარდგენილი.
კომენტარები