საქართველოსთვის სტატუსის არმოცემა, როგორც მოქალაქეს, ძალიან მეწყინა, მაგრამ შეცდომა არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ეს იყო გაფრთხილება.
„იმ ადამიანებში, ვისთანაც მქონდა საშუალება, მესაუბრა, ნამდვილად არსებობს შეგნება, თუ რა შედეგები შეიძლება, გამოიწვიოს იმან, რომ საქართველომ სტატუსი მეორეჯერ არ მიიღოს. ვგულისხმობ, ევროკავშირის ქვეყნებისა თუ სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რადგან მათ ესმით ამ საკითხის სტრატეგიული ნაწილი. ერთია, პირველი სტატუსის არმოცემა, რომელიც მე არ მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო. მე, როგორც მოქალაქეს, ძალიან მეწყინა, მაგრამ შეცდომა არ იყო, რადგან იყო გაფრთხილება – თქვენ კიდევ ბევრი უნდა გააკეთოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები