მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციას მართავს, სადაც საზოგადოებას ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას აცნობს. საუბარი შეეხება მომდევნო თვეებში გადასადგმელ ნაბიჯებსაც.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ქვეყანას ხელშესახები შედეგები აქვს. სახელისუფლებო გუნდში ასევე საუბრობენ რადიკალური ოპოზიციის ქმედებებზე და აცხადებენ, რომ მათ საბოტაჟის გარდა არაფერი უკეთებიათ.
კომენტარები