გენდერული თანასწორობის სფეროშიც განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები ევროკავშირის და სხვა შესაბამისი ინსტიტუციების რეკომენდაციების შესაბამისად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გენდერული თანასწორობის კუთხით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. დამტკიცდა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, ეს პროცესი ძალიან ინკლუზიური იყო. ასევე დამტკიცდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, ცვლილებები შევიდა ნორმატიული აქტებს შესახებ კანონში რაც უკავშირდება გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციას. ასევე შევიდა ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის კანონში და ეს კანონის შესაბამისობაშია მოყვანილი სტამბოლის კონვენციასთან. საარჩევნო კოდექსში შევიდა ასევე ცვლილებები და გახანგრძლივდა საარჩევნო კვოტების მოქმედება. ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა საფუძველზეც მოწესრიგდა ისეთი საკითხები, რომელიც უკავშირდება სექსუალურ დანაშაულს, არანებაყოფლობით აბორტს, იძულებით ქორწინებას და ა.შ.
გენდერული თანასწორობის სფეროშიც განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები ევროკავშირის და სხვა შესაბამისი ინსტიტუციების რეკომენდაციების შესაბამისად“, – აღნიშნა კობახიძემ.