შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანაზე, დანაშაულთან ბრძოლის ფექტიანი მექანიზმების შემუშავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის ზრდასთან ერთად, უწყება განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რაც რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებას და პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებას
ემსახურება.
„მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულად გაიმიჯნა საგამოძიებო, ოპერატიული და
პრევენციული მიმართულებები. დამოუკიდებელ საშტატო ერთეულებად ჩამოყალიბდა გამომძიებლის შტატი. გაიზარდა გამომძიებელთა ხელფასები და მათი ფუნქციები სრულად დაკავშირებული გახდა დანაშაულის გამოძიებასთან.
ამავე რეფორმის ფარგლებში, 2023 წლის 25 ოქტომბრიდან დამოუკიდებელ
ტერიტორიულ ორგანოდ ჩამოყალიბდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება.“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.