„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, რეგიონული მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.
კომენტარები