სინოდის სხდომაზე დასასწრებად ამ წუთებში საეკლესიო პირები იკრიბებიან. როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ კრებაზე გაგრძელდება მის მიერ დაწყებული საუბრის თემა.
,,მე მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასმელი საკითხი. საერო სამართლისგან განსხვავებით საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
რაც შეეხება გუშინ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს, მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ კადრებმა დაგვანახა, როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი.
,, გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიერო პირების, პატრიარქისა და საპატრიარქოს წრეში და რამდენად საჭიროა, რუის-ურბნისის კრების მსგავსი რამ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
