ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11-12 მარტს გამართული აქციის დროს დაკავებულ კიდევ სამ პირს – რამაზ დუმბაძეს, ნიკა ბერიძესა და უჩა აბაშიძეს 250-250 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა დაკავებულმა უჩა აბაშიძემ განაცხადა, რომ აქციის შესახებ სოციალური ქსელით გაიგო, სადაც „აჭარის მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდნენ“.
როგორც აბაშიძე აცხადებს, სწორედ ამან გამოიწვია მისი აღშფოთება და შემთხვევის ადგილზე ნასვამ მდგონარეობაში მივიდა.
“ახლობელს ბავშვი შეეძინა და აღვნიშნავდით, აქციის შესახებ ფეისბუქით გავიგეთ. ჩემი ინფორმაციით, აჭარის მოსახლეობას შეურაცხოფას აყენებდნენ, რაზეც გავბრაზდი და აქციას შევუერთდი. ვაღიარებ დანაშაულს“, -აცხადებს უჩა აბაშიძე.
კომენტარები
