საბაჟო გამშვებ პუნქტში ”წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის, ფ.დ-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერებისას, 14 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5246 ლარის ოდენობით შეეფარდა.
კომენტარები
