ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა მიესაჯათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა.
„ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი!
ხაზს ვუსვამ,შეძენა- შენახვისთვის და არა გასაღებისთვის!
ლაშა კურტანიძეს 5 წელი!
ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა სადისტები და მკვლელები.
არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი!“-წერს ტელეწამყვანი.
შეგახსენებთ, რომ ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე გასული წლის მაისში დააკავეს. შემდეგ კი გირაოთი გაათავისუფლეს.
კომენტარები
