ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს.
როგორც ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირი ელოდება დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.
„საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის თანამდებობას. ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. ერთად, ჩვენს საზოგადოებებს შეუძლიათ, მიაღწიონ უფრო დიდ კეთილდღეობას და გააძლიერონ საერთო უსაფრთხოება. ეს არის ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მუდმივი ძალა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
კომენტარები