თურქეთში, ბოლუს რეგიონში კართალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. შემთხვევის ადგილი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა. გამოძიების ფარგლებში, გუშინწინ გაჩენილი ხანძრის საქმის ფარგლებში სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს.
კართალკაიას სათხილამურო კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრის მოშორებითაა. სასტუმრო მთის ფერდობთან მდებარეობს, რამაც საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.
კომენტარები