უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბუნებრივი რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, 28 თებერვალს მოაწერონ ხელი. ინფორმაციას AFP საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ახლა ჩინოვნიკები [შეთანხმების] დეტალებზე მუშაობენ. ახლა ჩვენ ვაშინგტონში ვიზიტს პარასკევს განვიხილავთ, სადაც შეთანხმებას მოეწერება ხელი“, – ციტირებს სააგენტო უკრაინული მხარის წყაროს.
ამასთან ერთად, სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობა დღეს გამოაქვეყნებს რეკომენდაციას ბუნებრივი რესურსების ხელშეკრულების შესახებ.
კომენტარები