ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი „ჰუსიტები“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები არის დემონსტრირება იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის ერთგულია. ტერორისტების გამოვლენა ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის შეზღუდვის ეფექტური საშუალებაა“, – ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.
კომენტარები