გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის. ჩვენ არ ვართ ამერიკელები ან დანიელები, რადგან გრენლანდიელები ვართ, – ასე ეხმაურება გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუთე ეგედე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებას, რომლის თანახმად, „ასე თუ ისე, აშშ მიიღებს გრენლანდიას“.
გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ამერიკელებმა და მათმა ლიდერებმა უნდა გაიგონ, რომ გრენლანდიის ყიდვა ან მისი იგნორირება შეუძლებელია.
„ქვეყნის მომავალი განისაზღვრება ჩვენ მიერ ჩვენს ქვეყანაში. გრენლანდია ჩვენია. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ არც ამერიკელები და არც დანიელები, ჩვენ კალაალიტები ვართ. ამერიკელებმა და მათმა ლიდერმა უნდა გაიგონ ეს. გრენლანდია არ იყიდება და შეუძლებელია მისი უბრალოდ აღება“, – წერს მუთე ეგედე სოციალურ ქსელში.
კომენტარები