საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან დრაგოსლავ შჩეკიჩთან შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
შალვა გოგოლაძემ მინისტრს მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გადაწყდა ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის წევრი ასიფ ასგაროვი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი შენგელ ფიცხელაური.
კომენტარები