უკრაინაში ომის შესაჩერებლად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა NBC News-სთან. მარკო რუბიოს თქმით, მომავალ კვირას შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში მხარეთა პროგრესს შეაფასებს და გადაწყვეტს, სურს თუ არა სამშვიდობო პროცესში დარჩენა.
„ვფიქრობ, ეს ძალიან კრიტიკული კვირა იქნება. ეს კვირა მართლაც მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას, თუ დროა ყურადღება გავამახვილოთ სხვა საკითხებზე. არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, უკრაინა და რუსეთი იმაზე უფრო ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან, ვიდრე ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო, მაგრამ შეთანხმებამდე ჯერ კიდევ არ მივსულვართ“, – აცხადებს რუბიო.
კომენტარები