კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია, ჩრდილოეთ კორეას სამხედრო დახმარება გაუწიოს.
„ჩვენ გვაქვს მოქმედი ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება ერთმანეთს“, – აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციაში კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობამ აჩვენა, რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს ხელშეკრულება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ გეგმავს ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას, პესკოვმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ასეთი გეგმა არ არსებობს.
ცნობისთვის, ფხენიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ რუსეთში ჯარები გაგზავნეს.
კომენტარები