მოგეხსენებათ, რომ უნგრეთი ჩვენი ურყევი პარტნიორია ევროინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვანია ზუსტად დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა წამყვანის კითხვას: „თქვენ ახლახან იმყოფებოდით უნგრეთში. რამდენად მნიშვნელოვანია უნგრეთთან დარგობრივ სფეროებში თანამშრომლობა არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. რა ძირითადი გზავნილები ჩამოიტანეთ ამ შეხვედრიდან?“
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მათი გამოცდილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დარგობრივ ნაწილში.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო უნგრეთში. მოგეხსენებათ, რომ უნგრეთი ჩვენი ურყევი პარტნიორია ევროინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვანია ზუსტად დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება. მნიშვნელოვანია ის გზა, რომელიც მათ გაიარეს ევროინტეგრაციის პროცესის დროს, რადგან მაქსიმალურად იყოს დაცული ეროვნული ინტერესიც და შესაბამისად, მაქსიმალურად იყოს დაახლოებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ადგილობრივ სისტემებთან. ამიტომ, მათი გამოცდილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დარგობრივ ნაწილში, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით, ორივე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილი ასოცირების ხელშეკრულების ზუსტად ამ მიმართულებებზეა და ზუსტად ამიტომ, მჭიდრო თანამშრომლობა მათთან მოგვცემს შესაძლებლობას რომ, მაქსიმალურად იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაცული ზუსტად ევროინტეგრაციის გზაზე და პროცესში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.