ვენესუელაში საპროტესტო აქციების დარბევისას გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. სამართალდამცველებმა აქტივისტებს ცეცხლმოკიდებული ტანკით გადაუარეს, რასაც, სულ მცირე, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეები, ადგილობრივი დროით, საღამოს 7 საათზე დაარბია.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ნიკოლას მადუროს ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ლეოპოლდო ლოპესის მდგომარეობა ციხეში გაუარესდა.
კომენტარები