მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართა. მიტინგი 2012 წლის 6 მაისის მოვლენების მეხუთე წლისთავს მიეძღვნა.
ათასობით ადამიანი სახაროვის გამზირზე რეპრესიების საწინააღმდეგო ლოზუნგებით შეიკრიბა. თუმცა, სცენაზე გამოსვლების დაწყებამდე სამართალდამცველებმა ორგანიზატორებს ბანერი ჩამოართვეს, რომელზეც ეწერა: “საკმარისია პუტინი და ომი”.
2012 წლის მაისში საპროტესტო გამოსვლები მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დაიწყო, თუმცა ის მასობრივი არეულობითა და დაპატიმრებებით დასრულდა. 400-მდე დაკავებულიდან 15-ს რეალური სასჯელი შეუფარდეს.
კომენტარები