საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე დიდი აქტივობა პარიოზში ფიქსირდება. საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ პარიზელები აქტიურად მოდიან არჩევნებზე. როგორც უცხოური მედია იუწყება, მათი უმრავლესობა ემანუილ მაკრონს უჭერს მხარს.
პარიზელები თვლიან, რომ საფრანგეთში დაუშვებელია ჰომოფობია და მოსახლეობის ურთიერთდაპირისპირება. მათი აზრით, საფრანგეთი არ უნდა გამოვიდეს ევროკავშირიდან და იგი გახსნილ ქვეყნად უნდა დარჩეს.
კომენტარები