საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და მოქმედმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. არჩეული და მოქმედი ლიდერები უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მივიდნენ და სამხედროებსაც გაესაუბრნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ემანუელ მაკრონს პირველი ვიზიტი გერმანიაში ექნება.
ფრანსუა ოლანდი ემანუელ მაკრონს პოსტს 14 მაისს გადააბარებს.
კომენტარები