ხმელთაშუა ზღვაში 484 თავშესაფრის მაძიებელი დახრჩობას გადაარჩინეს. ჩრდილოაფრიკელები იტალიაში მოხვედრას ნავებით ცდილობდნენ. მაშველებმა 7 ცხედარიც აღმოაჩინეს.
წელს იტალიის სანაპიროს ევროპაში მოხვედრის მსურველი 45 ათასი ლტოლვილი მიადგა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40 %-ით მეტია.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ მარშრუტის გავლისას 1 222 ლტოლვილი დაიღუპა.
კომენტარები