ამერიკული კერძო კომპანია SpaceX–ის რაკეტმზიდმა Falcon 9 ორბიტაზე თანამგზავრი Inmarsat-5 F4 გაიყვანა, რომელიც სხვა თანამგზავრებთან ერთად სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფს თვითმფრინავებსა და გემებს.
BBC-ს ცნობით, თანამგზავრი კოსმოსში ფლორიდის შტატში მდებარე კოსმოდრომიდან გაუშვეს. სტარტიდან 32 წუთის შემდეგ კომპანიამ ორბიტაზე თანამგზავრის წარმატებით გასვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
კომენტარები