დონალდ ტრამპი პირველ უცხოურ ტურნეში საუდის არაბეთში ჩავიდა.
ამერიკელ სტუმარს ერ რიადის აეროპორტში საუდის არაბეთის მეფე დახვდა და ტრადიციის თანახმად, ჩაიზე მიიპატიჟა.
მოგვიანებით მეფე სალმანი შეერთებული შტატების პრეზიდენტს სასახლეში მიიღებს, სადაც უკვე ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართება.
საუდის არაბეთის შემდეგ დონალდ ტრამპი ისრაელს, იტალიას და ბელგიას ეწვევა.
კომენტარები