ჰასან როუჰანი ირანის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. როუჰანიმ ხმების 56% მიიღო. მაღალი აქტივობის გამო, ხმის მიცემის პროცედურა 5 საათით გახანგრძლივდა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 56 მილიონი ამომრჩევლიდან წლევანდელ არჩევნებში 40 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩევლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ირანს რეფორმატორთა კოალიციის ლიდერის, პრეზიდენტ როუჰანის ზომიერი პოლიტიკა ირანს სასიცოცხლოდ სჭირდება.
გუშინ ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.
კომენტარები