ლიბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 141 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტების სამიზნე ქალაქ ბრაკ ალ-შატისთან მდებარე ავიაბაზა გახდა.
სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, შეტევა 18 მაისს დაიწყო და მას შემდეგ ადგილზე ბრძოლები მიმდინარეობდა.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ე. წ. მესამე ძალამ მოაწყო, რომელიც მეამბოხეებისგან არის დაკომპლექტებული.
გარდაცვლილთა უმეტესობა სამხედროები არიან, თუმცა დაღუპულებს შორის 40-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა.
კომენტარები