კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის და, პიპა მიდლტონის საქორწინო ცერემონია ინგლისის ბარკშირის საგრაფოში გაიმართა. ქეით მიდლტონის 33 წლის და ცოლად 41 წლის მილიონერ ფინანსისტ ჯეიმს მეთიუზს გაჰყვა.
ჟურნალისტებმა ამ ქორწილს “წლის მოვლენა” უწოდეს და დიდი ყურადღება პიპა მიდლტონის ჩაცმულობას დაუთმეს.
პატარძალს ჯაილზ დიკონის მიერ შექმნილი კაბა და მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელები მოირგო. ჯვრისწერის ცერემონია ენგფილდსში, წმინდა მარკის ეკლესიაში გაიმართა და მას სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
ქეით მიდლტონი და პრინცი უიალიამი შვილებთან ერთად მივიდნენ, მოსალოდნელი იყო რომ ქორწილში პრინცი ჰარის შეყვარებული, მსახიობი მეგან მარკლიც იქნებოდა, თუმცა პრინცი ცერემონიაზე ძმასთან ერთად მივიდა.
კომენტარები