ბრაზილიაში, ქალაქ სან-ლუისის ციხიდან 30 პატიმარი გაიქვა. პორტალ Folha de Sao Paulo-ს ცნობით, პატიმრების გაქცევა კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი იყო. ციხის კედელი გარედან ააფეთქეს, მსჯავრდებულებმა გაქცევა ამ გზით მოახერხეს.
ციხის დაცვამ ცეცხლი გახსნა, შედეგად 2 პატიმარი დაიღუპა. 6 კი დაიჭირეს. დანარჩენ 24 გაქცეულზე ძებნაა გამოცხადებული.
კომენტარები