რუსეთის გენერალურ კონსულს ესტონეთში დიმიტრი კაზიონოვს და კონსულს, სერგეი სურგაევს მიუვიდათ ნოტა. მათ უნდა დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ლატვიური პორტალი Delfi იუწყება. გადაწყვეტილების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანის თქმით, სამინისტრო ადასტურებს ამ ინფორმაციას, თუმცა კომენტარისგან თავს იკავებს.
კომენტარზე უარი თქვეს ესტონეთში რუსეთის საელჩოშიც. რუსეთის საგარეო უწყება კი ტალინის გადაწყვეტილებას მორიგ არამეგობრულ აქტს უწოდებს, რომელიც “პასუხის გარეშე არ დარჩება.
კომენტარები