საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 7 სექტემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“ ბულგარეთს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გუნდები თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებენ და ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენციებიც გაიმართება.
6 სექტემბრის განრიგი, „დინამო არენა“:
საქართველოს ნაკრები
16:30 – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
17:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
ბულგარეთის ნაკრები
18:00 – ბულგარეთის მთავარი მწვრთნელის, ილიან ილიევის პრესკონფერენცია
18:30 – ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.