პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მელიქიშვილის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმიანება.
„პროგრამაშია: ევროპული კულტურა და ზნეობის მაგალითები, ქართული ფილოლოგიის თანამედროვე ჰაგიოგრაფია, ტრადიციული მანდილის ტარების წესი, ქართული რაინდული სული „დიდგორიდან – ფილარმონიამდე“ – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ტრენინგზე დასწრება ფასიანია და მონაწილეებს 90-დან 150 ლარს გადაუხდიან.
„თბილისში გრძელდება შიგევროპელების გასვლითი სესიები და უფასო ქუჩის ტრენინგები. პროგრამაშია: ევროპული კულტურა და ზნეობის მაგალითები, ქართული ფილოლოგიის თანამედროვე ჰაგიოგრაფია, ტრადიციული მანდილის ტარების წესი, ქართული რაინდული სული „დიდგორიდან – ფილარმონიამდე“ – და რაც მთავარია, საკუთარ ოჯახებში განუხორციელებელი „ოიდიპოსის კომპლექსის“ ქუჩაში გამოტანით, გაუთვითცნობიერებელი სექსუალური ლტოლვის ღია აფიშირება საპირისპირო და ამბივალენტური გრძნობების, იმავე სქესის მშობლისადმი. ტრენინგებზე დასწრება – ფასიანია (გადაგიხდიან 90-დან 150 ლარამდე). მსურველების ჩაწერას აწარმოებს გერმანიის საელჩო საქართველოში…“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.