დიდი ალბათობით, ისინი ამ არჩევნების დასრულების შემდეგ სიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გახარიას პარტიის წევრებზე.
„გახარიას ის [მანდატ შეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლე] 12 შემდეგი წევრი უკვე არიან პარლამენტის წევრები, დეპუტატები არიან პარლამენტის. გახარიას გაცხადებული პოლიტიკაა, რომ იმოქმედებს იმისდა მიხედვით, როგორც ჩათვლის საჭიროდ. ამიტომაც არის, რომ ოპოზიციის ნაწილისგან წყევლა-კრულვას იმსახურებს. ამიტომ დიდი ალბათობით, ისინი ამ არჩევნების დასრულების შემდეგ სიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა. შესაბამისი წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.