“ესაა თანამედროვე ულტრამემარცხენე გლობალისტების რეალური სახე – ნეომარქსისტობა, ნეოფაშისტობა და მათგან განსხვავებულთა ჩახშობა-დადუმება. დაუნდობელი საბრძოლო მოქმედებები ამ “შავ ჭირსა” და პროგრესულ კაცობრიობას შორის მრავალ საომარ ველზეა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. “დიფ სტეიტის” ეს ტოქსკიკური თესლი ვერასდროს გაღვივდება სუვერენულ და თავისუფალ საქართველოში, რაც არ უნდა რესურსები დახარჯონ ადამიანებად წოდებულ ნაცმანქურთებზე”, – ასე ეხმიანება ანალაიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩარლი კირკი ტრადიციულ ღირებულებებს იცავდა, ის დაუღალავი მშვიდობისმყოფელი იყო და უკრაინაში ომის წამქეზებლებს ამხელდა, ‘კაცთმოძულე „ლიბფაშისტებმა“ ის ვერ აიტანეს”.
„ქრისტიანი. კონსერვატორი მოაზროვნე, ჩარლი კირკი ტრადიციულ ღირებულებებს იცავდა, ის დაუღალავი მშვიდობისმყოფელი იყო და უკრაინაში ომის წამქეზებლებს ამხელდა, კაცთმოძულე „ლიბფაშისტებმა“ ის ვერ აიტანეს.
ესაა თანამედროვე ულტრამემარცხენე გლობალისტების რეალური სახე – ნეომარქსისტობა, ნეოფაშისტობა და მათგან განსხვავებულთა ჩახშობა-დადუმება. დაუნდობელი საბრძოლო მოქმედებები ამ “შავ ჭირსა” და პროგრესულ კაცობრიობას შორის მრავალ საომარ ველზეა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. “დიფ სტეიტის” ეს ტოქსკიკური თესლი ვერასდროს გაღვივდება სუვერენულ და თავისუფალ საქართველოში, რაც არ უნდა რესურსები დახარჯონ ადამიანებად წოდებულ ნაცმანქურთებზე.
მრავალ საჯარო გამოსვლაში გავლენიანი მემარჯვენე აქტივისტი, ჩარლი კირკი აღნიშნავდა:
„თქვენ უნდა დასვათ ძალიან მარტივი კითხვა – ვინ სარგებლობს მშვიდობით და ვინ სარგებლობს ომით? უკრაინის ხალხი სარგებლობს მშვიდობით. ამერიკის ხალხი სარგებლობს მშვიდობით. კაცობრიობა სარგებლობს მშვიდობით. მაგრამ მაშინ ვინ სარგებლობს ომით? სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, უკრაინის მმართველი კლასის ოლიგარქები”…“, – წერს აბაშიძე.