31 წლის სუპერ-პოპულარული კონსერვატორი მოაზროვნის, ჩარლი კირკის მკვლელობა არის კოლექტიური დანაშაული და მასზე პასუხისმგებელია მთლიანად ლიბერალური ინტერნაციონალი, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“, ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
შაქარიშვილის განცხადებით, კირკის მკვლელობით ხარობენ ლიბერალები, რამდენადაც მათ ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც განსხვავებული შეხედულებების მქონეა განაჩენი გამოტანილი აქვთ.
„31 წლის სუპერ-პოპულარული კონსერვატორი მოაზროვნის, ჩარლი კირკის მკვლელობა არის კოლექტიური დანაშაული და მასზე პასუხისმგებელია მთლიანად ლიბერალური ინტერნაციონალი.
საზარელ მკვლელობაზე გამოხმაურებებიც მოწმობს, რომ ზუსტად ერთნაირია ლიბერდებილი ამერიკაში და ლიბერდებილი საქართველოში. ანტი-უკრაინელს და ჰომოფობს უწოდებენ, ხარობენ კირკის მკვლელობით. მათ ხომ წამში გამოტანილი აქვთ განაჩენი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. ლიბერალური ფაშიზმი არ სცნობს იმ ადამიანის სიცოცხლის უფლებასაც კი, რომელიც არ ზის მათ ნარატივში.
ჩარლი კირკი ღიად და ძალიან აქტიურად უპირისპირდებოდა “სამხედრო სამრეწველო კომპლექსს” იგივე Deep State-ს, ხმამაღლა ლაპარაკობდა სიმართლეს უკრაინის ომის შესახებ და მშვიდად, არგუმენტირებულად ანგრევდა გიჟურ ტრანს-ლგბტ იდეოლოგიას.
სწორედ ამიტომ მოკლეს ის ასე დემოსტრატიულად, ათასობით მხარდამჭერი სტუდენტის და კამერების თვალწინ იმისათვის, რომ შეაშინონ, ჩაახშონ მათთვის მიუღებელი ხმები.
მათი მიზანია გაჩნდეს შიში რიგით ადამიანებში, რომ თუ შეუძლიათ ამერიკის პრეზიდენტს ესროლონ, მოკლან პოპოლარული საჯარო პირი, რას უზამენ რიგით მოქალაქეს თუ ის მათ დღის წესრიგს არ აყვება და წინააღმდეგობას გაბედავს.
მაგრამ ეს საზარელი მკვლელობა, როგორც ლიბერალური ინტერნაციონალის ყველა ქმედება კონტრპროდუქტიულია, უკან შეუბრუნდებათ და კიდევ უფრო დააჩქარებს ლიბერალური ფაშიზმის დასრულებას!
ჩვენ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და აქ მივხედოთ ლიბერალური ფაშიზმის საქართველოში შემოჭრილ საცეცებს“,- წერს ვატო შაქარიშვილი.