აშშ-მა ბელარუსულ ავიაკომპანია Belavia-ს სანქციები მოუხსნა. განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.
„მინდა ახლა აქ ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჩვენ Belavia-ს სანქციები მოვუხსენით. მე პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა მქონდა, რომელშიც კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო და თქვა: „Belavia-თან დაკავშირებით გააკეთეთ ეს დაუყოვნებლივ“, – თქვა კოულმა.
აშშ-მა Belavia-ს სანქციები 2023 წელს დაუწესა. მანამდე ავიაკომპანია ევროკავშირის შავ სიაში იყო.
კომენტარები