სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს ტერაქტების პრევენციისთვის, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის ინფორმაციას ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.
„ფაქტია, რომ დიდი ოდენობის ასაფეთქებელი საშუალება აღმოაჩინეს და აღნიშნული ტვირთი მოდიოდა უკრაინიდან, უკრაინის მოქალაქეების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენი სამართალდამცავი და საგამოძიებო სტრუქტურები სათანადო დონეზეა და როგორც არაერთ ანგარიშში მოხვედრილა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს ტერაქტების პრევენციისთვის“, – აღნიშნა წილოსანმა.
კომენტარები