ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე თავიანთი განცხადებებით ირიბად ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ყურადსაღებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისთვის აღნიშნული ფაქტის გამოძიება, – განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერი რამის უარყოფა ან დადასტურება შეუძლებელია, სანამ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარდება.
„ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე თავიანთი განცხადებებით ირიბად ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ყურადსაღებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისთვის აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დადასტურება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი რამის უარყოფა ან დადასტურება შეუძლებელია, სანამ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარდება. ისიც ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ თვითონ ადამიანს, რომელსაც შემოჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება, აქვს გაცხადებული, რომ ის მიჰქონდა კონკრეტულ ერთ მისამართზე თბილისში და ეს რისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ბაჩო ახალიას მეუღლეს, „პრაიმტაიმის“ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება მოუწია, რომ ახალიას სახლში პარლამენტის შენობის მაკეტი უდევს და საკანონმდებლო ორგანოს აღების გეგმას განიხილავს. ანი ნადარეიშვილი იმუქრება, რომ თუ მის ქმარს დააკავებენ, დაასახელებს წყაროს ვინც „ნაცმოძრაობიდან“ ბაჩო ახალიას შესახებ ინფორმაცია გათქვა. ტექსტი ნადარეიშვილმა ანი წითლიძეს პოსტის ქვეშ, შემთხვევით დაწერა, თუმცა შემდეგ აღარ წაშალა. „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე, ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაიას გარშემო განვითარებული მოვლენები მათთვის საინტერესოა.