რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიში მიიტანეს. დაღუპულია სამი ადამიანი, შვიდი კი დაშავდა.
შესაბამის ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა და დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშინი ავრცელებს.
ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, რუსეთის ძალებმა გამოიყენეს არტილერიისა და „სმერჩის“ სისტემები, საიდანაც ცეცხლი გახსნეს საცხოვრებელი რაიონის მისამართით. დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დაზიანებულია 14 კერძო და მრავალბინიანი სახლი, ასევე მსუბუქი ავტომობილი.
კომენტარები