ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოიტანა, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„საქმე გვაქვს კომპლექსურ დანაშაულებრივ სქემასთან. უპრეცედენტო რაოდენობის ფულია გათეთრებული“, — განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა ზინიკო ქობალიამ.
ბრალდების მხარის თანახმად, საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხის — 60 მილიარდამდე რუსული რუბლის — აკუმულირებაზე და აზერბაიჯანიდან შემოტანაზე.
პროკურატურა ჯგუფურ დანაშაულზე საუბრობს და ასახელებს საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს — ელდარ ჰუსეინოვს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
კომენტარები