საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ახლად დანიშნულ ელჩებს უმასპინძლა. გიორგი ზურაბაშვილმა დიპლომატებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას.
კომენტარები